ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე, კრისტიან აიხნერი
Aa
Aa

„შესანიშნავი იყო“ - კარლსრუეს მწვრთნელმა ზივზივაძეზე ისაუბრა

„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა „კაიზერთან“ მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ ბუდუ ზივზივაძეზე ისაუბრა.

მან „კაიზერთან“ მატჩამდე ჰოლშტაინ „კილთან“ გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელშიც ლეონ იენსენის გოლისას ქართველმა ფეხბურთელმა ტექნიკურად ითამაშა, გასულ ტურში კი ზივზივაძემ სადებიუტო გოლი „კაიზერს“ გაუტანა. ორივე შეხვედრაში ბუდუ მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში.

კრისტიან აიხნერი: „ყოველთვის გოლების სტატისტიკას არ უნდა უყურებდე. ასევე, მნიშვნელოვანია გუნდში არსებული ატმოსფერო, რამდენად ბედნიერია გუნდი, რაც თითოეულ ფეხბურთელზე ბევრს ამბობს. გუნდში არსებულ ატმოსფეროს უნდა გრძნობდე.

მნიშვნელოვანია კარგი მოქმედება. ვფიქრობ, გასულ ტურში ჰოლშტაინ „კილთან“ შეხვედრაში ბუდუმ ძალიან კარგად იმოქმედა, რის შემდეგაც ლეონ იენსენმა გოლი გაიტანა.

ზივზივაძე ჰოლშტაინ კილთან შეხვედრაში


ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს ზამთარში შეუერთდნენ, „კარლსრუეს“ კარგად შეეწყვნენ. ასეთ დროს ცვლილებები იქნება, რაც ყველას არ მოეწონება, მაგრამ გუნდის შემადგენლობაში მყოფმა თითოეულმა ფეხბურთელმა ერთმანეთისთვის უნდა ითამაშოს, ასეთი გარემო გასახდელში იგრძნობა.  ბუდუ „კილთან“ და „კაიზერთან“ შეხვედრებში შესანიშნავი იყო“.

ზივზივაძის სადებიუტო გოლი კარლსრუეში

შეგახსენებთ, 29 წლის ქართველი ფორვარდი „კარლსრუეს“ გასულ ზამთარში შეუერთდა, მეორე ბუნდესლიგის 9 შეხვედრაში (2 სასტარტოში) 1 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში მინდორზე 224 წუთი გაატარა.

18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე“ 45 ქულით მე-7 ადგილზეა, სეზონის ბოლო ტურში „ზანქტ. პაულს“ ესტუმრება (28 მაისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები