სპალეტი ნაპოლის ტოვებს | მისი წასვლა ოფიციალურად სეზონის ბოლოს გამოცხადდება
Aa
Aa

სპალეტი ნაპოლის ტოვებს | მისი წასვლა ოფიციალურად სეზონის ბოლოს გამოცხადდება

იტალიური პრესის ინფორმაციით, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, პოსტს დატოვებს. იტალიელ სპეციალისტსა და კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შორის ურთიერთობა დაიძაბა და შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება.

გავლენიანი იტალიური გამოცემის, Corriere dello Sport-ის ცნობით, სპალეტის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია და „ნაპოლი“ ამას ოფიციალურად სეზონის ბოლოს დაადასტურებს. „პარტენოპეი“ სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ბოლო შეხვედრას 4 ივნისს, „სამპდორიასთან“ გამართავს და მისი დასრულების შემდეგ, კლუბი იტალიელ სპეციალისტთან თანამშრომლობის გაწყვეტას გამოაცხადებს.

Corriere dello Sport-ის გარდა, იმავე ინფორმაციას ავრცელებს Rai Sport-ი. სატელევიზიო არხი იუწყება, რომ „ნაპოლის“ კასტინგი უკვე გამოცხადებული აქვს და 5 ვარიანტს განიხილავს. „პარტენოპეის“ ყურადღების ცენტრში ანტონიო კონტე, ჯან პიერო გასპერინი, ვინჩენცო იტალიანო, ტიაგო მოტა და ალესიო დიონისი არიან.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. „ნაპოლის“ 86 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრა „ბოლონიას“ წინააღმდეგ სტუმრად ელის, „სამპდორიას“ კი საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის პრიორიტეტი და მისი მსურველი კლუბები | The Athletic-ი ქართველ მეკარეზე
მამარდაშვილის პრიორიტეტი და მისი მსურველი კლუბები | The Athletic-ი ქართველ მეკარეზე