ვინისიუს ჟუნიორი, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასის პასუხი ვინისუსს - „ესპანეთი რასისტული ქვეყანა არაა“

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა „რეალის" ფეხბურთელს, ვინისიუს ჟუნიორს უპასუხა. „ვალენსიასთან“ გამართულ მატჩში, ბრაზილიელს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვინისიუსმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ ლა ლიგა რასისტებს ეკუთვნის.

„1. არც ესპანეთია რასისტული ქვეყანა და არც ლა ლიგაა რასისტული ჩემპიონატი. ამის თქმა დიდი უსამართლობაა.

2. ჩვენ, ლა ლიგა კატეგორიულად ვგმობთ რასიზმს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გამოძიებებსაც ვატარებთ.

3. მიმდინარე სეზონში, რასისტული შინაარსის შეურაცხყოფის 9 შემთხვევა გვქონდა. ჩვენ ყოველთვის ვავლენთ შეშლილ ადამიანებს და სათანადო ორგანოებში სარჩელი შეგვაქვს. რა რაოდენობაზეც არ უნდა იყოს საუბარი, ამ საკითხთან მიმართებით, ლმობიერებას არასდროს ვიჩენთ.

4. ვერ დავუშვებთ, რომ შებღალულ იქნას იმიჯი ტურნირისა, რომელიც პირველ რიგში, ხალხთა შორის არსებული ერთიანობის სიმბოლოა. ჩვენი ტურნირის ეგიდით მოთამაშე 42 კლუბში 200-ზე მეტი შავკანიანი ფეხბურთელი ირიცხება და ისინი გულშემატკივრებისგან წამოსულ პატივისცემასა და სიყვარულს ყოველდღე გრძნობენ. რასიზმს ადგილი ერთეულ შემთხვევებში აქვს და ჩვენ ვაპირებთ ის მთლიანად ამოვძირკვოთ“, აღნიშნა ტებასმა.

სხვათა შორის, ტებასის განცხადებას რიო დე ჟანეიროს მერი, ედუარდო პაესი გამოეხმაურა. ბრაზილიელმა პოლიტიკოსმა ტებასს ძაღლისშვილი უწოდა და განაცხადა, რომ იგი ცდილობს, მსხვერპლი დამნაშავედ გამოიყვანოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის პრიორიტეტი და მისი მსურველი კლუბები | The Athletic-ი ქართველ მეკარეზე
მამარდაშვილის პრიორიტეტი და მისი მსურველი კლუბები | The Athletic-ი ქართველ მეკარეზე