მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„ილია სხვა დონეზეა, ნაოპერაციები ხელით 3 თვე ვერ დავარტყამ“ - მერაბის ინტერვიუ

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი The Schmo-ს (დეივ შმულენსონი) ესაუბრა. ინტერვიუს დაწყებამდე, „მანქანამ“ ამჯერად The Schmo-ს ქურთუკი დაისაკუთრა, თუმცა დათმობაზე წასვლა მოუწია. მერაბმა ცნობილ ჟურნალისტს ის ქურთუკი გადასცა, რომელიც UFC 288-ის დასრულების შემდეგ, შონ ომალისგან მიიღო, თუმცა ინტერვიუს მიმდინარეობისას განაცხადა, რომ The Schmo-მ ქურთუკი აუცილებლად უნდა დაუბრუნოს, რადგან ალჯამეინ სტერლინგისა და შონ ომალის ბრძოლისას მის ჩაცმას აპირებს.

ხელის ტრავმაზე

„ჩემი ბოლო ჩხუბის წინ, რომელიც პიოტრ იანთან გავმართე, ტრავმა მივიღე. სპორტდარბაზში ყოფნისას ერთ-ერთ სპარინგ-პარტნიორს დავარტყი და რამდენიმე ძვალი გავიტეხე. ტრავმირებული ვიყავი, მაგრამ იანთან მაინც ვიჩხუბე და ბრძოლის შემდეგ, ოპერაცია დამჭირდა. ახლა სარეაბილიტაციო პერიოდს გავდივარ და ამ ხელით დარტყმების განხორციელება 3 თვეში შემეძლება, ვარჯიშს კი 6 კვირაში დავიწყებ. სეხუდოს ბოლო გამოწვევას ვერ დავთანხმდები, რადგან აგვისტოსთვის მზად ვერ ვიქნები, მაგრამ სხვა თარიღი პრობლემა არაა და მინდა, 2023 წელს კიდევ ვიჩხუბო“.

ალჯამეინ სტერლინგის მომდევნო ჩხუბზე

„ალჯო მომდევნო ბრძოლას შონ ომალის წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემდეგ, თუ წონით დივიზიონს შეიცვლის, ქამრისთვის ვიჩხუბებ. ნომერ პირველი პრეტენდენტი ვარ, ზედიზედ 9 მოგება მაქვს და თუ სტერლინგმა წონითი დივიზიონი შეიცვალა, სატიტულო ბრძოლას ჩემზე მეტად არავინ იმსახურებს. ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვარ და უარს არავის ვეტყვი. ალჯოსა და ომალის ჩხუბს რაც შეეხება, სულერთია როდის გაიმართება. ალჯამეინი ომალის ნებისმიერ დღეს გაანადგურებს“.

ჰენრი სეხუდოსთან ჩხუბზე

„ვიცი, რომ ჰენრი ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონია, მაგრამ ეს MMA-ია და არა ჭიდაობა. სრულყოფილი მებრძოლი ვარ, ყველგან შემიძლია ჩხუბი და თუ ჭიდაობას მოისურვებს, არანაირი პრობლემა არ მექნება. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ MMA-ისთვის ჩემი ჭიდაობა ძალიან მაღალ დონეზეა“.

პირველი ქართველი ჩემპიონი UFC-ში

„ჩემს თავს თუ არ ჩავთვლი, ვინ გახდება UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი? ყველა ქართველი მებრძოლი ჩემი ძმაა და მათი ჩემპიონობა ერთნაირად გამიხარდება. UFC-ში 5 ქართველი მებრძოლია (ილია თოფურია, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, გურამ ქუთათელაძე, მერაბ დვალიშვილი) და 4 ტოპ 10-ში ვიმყოფებით. სულერთია, პირველი ჩემპიონი ვინ გახდება, მთავარია, მიზანს ყველამ მივაღწიოთ. ყველა ქართველი მებრძოლი ძლიერია, თუმცა ილია განსაკუთრებულია. ის ახალგაზრდაა, ტიტულსაა მოწყურებული და ვიცი, რომ მომდევნო მეტოქეს გაანადგურებს. ილია საოცარი მებრძოლია. მასთან მივარჯიშია და ელ მატადორი საერთოდ სხვა დონეზე იმყოფება. ის, რაც თოფურიამ ბრაის მიტჩელს გაუკეთა, სიგიჟე იყო“.

სხვათა შორის, რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ დვალიშვილს შონ ომალისთვის ქურთუკი არ დაუბრუნებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წვეულების მთავარი გმირი!“ - ესპანური მედია მამარდას თამაშს აფასებს
„წვეულების მთავარი გმირი!“ - ესპანური მედია მამარდას თამაშს აფასებს