ჯიმი ბატლერი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, გეიბ ვინსენტი, კეილებ მარტინი, დანკან რობინსონი
Aa
Aa

მაიამის დომინაცია | ბოსტონი ურთულეს მდგომარეობაშია

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში, „მაიამი ჰიტმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. სტუმრად მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ, ფლორიდელებმა საკუთარ კედლებში ითამაშეს და ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი, „ბოსტონ სელტიქსი“ 128:102 გაანადგურეს.

„მაიამი“ მთელი მატჩის განმავლობაში ბრწყინვალე იყო და პირველი მეოთხედი 8 ქულით, მეორე მეოთხედი 7 ქულით, ხოლო მესამე მეოთხედი 15 ქულით მოიგო. „ბოსტონმა“ ბოლო პერიოდში 39 ქულა ჩააგდო, თუმცა ეს მაშინ მოხდა, როცა ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო და „მაიამი“ 3:0 დაწინაურდა.

„ჰიტის“ რიგებში საუკეთესო გეიბ ვინსენტი იყო, რომელმაც 29 ქულა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. დანკან რობინსონს 22 ქულა და 4 ასისტი ჰქონდა. ჯიმი ბატლერმა 16 ქულა ჩააგდო, კეილებ მარტინის ანგარიშზე კი 18 ქულა, 3 მოხსნა და 5 ასისტი იყო. „ბოსტონის“ მხრიდან 14 ქულაზე მეტი არავის დაუგროვებია. ჯეისონ ტეიტუმმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 14 ქულა, 10 მოხსნა. ჯეილენ ბრაუნსა და გრანტ უილიამსს 12-12 ქულა ჰქონდათ, პეიტონ პრიჩარდმა კი 12 ქულა და 5 ასისტი მიითვალა.

„მაიამი“ სუპერფინალური საგზურის მოპოვებასთან ერთ ნაბიჯშია. ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა 24 მაისს, ფლორიდაში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში, „ჰიტი“ სერიას დახურავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული გამარჯვება - ნაპოლიმ ინტერი დაამარცხა
ისტორიული გამარჯვება - ნაპოლიმ ინტერი დაამარცხა