გიორგი ქვილითაია, აპოელი
Aa
Aa

ქვილითაიას დუბლი და მარცხი - აპოელმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა

კვიპროსის ჩემპიონატის 35-ე ტურში, ქართველების „აპოელი“ სტუმრად „აპოლონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 3:2 დამარცხდა.

ნიქოზიელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი იყვნენ, ბუბა დაუშვილი კი სათადარიგოზე იყო და სათამაშო წუთები არ მისცემია.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, „აპოელი“ 21-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ დააწინაურა, 30-ე წუთზე კი „აპოლონმა“ პიტასის გოლით წონასწორობა აღადგინა.

სამწუხაროდ, მეორე ნახევარში, 10-წუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა „აპოელს“ 2 გოლი გაუტანეს. სტუმართა კარში 71-ე წუთზე დუბლი პიტასმა შეასრულა, 81-ე წუთზე კი ვარდამ სხვაობა 2-ბურთამდე გაზარდა. შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე გიორგი ქვილითაიას დუბლით „აპოელმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

ამ მარცხით, „აპოელმა“ კვიპროსის ჩემპიონობის შანსი დაკარგა. 35 ტურის შემდეგ, ნიქოზიელები სატურნირო ცხრილში 68 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ და ლიდერ „არისს“ 6 ქულით ჩამორჩებიან. „აპოელი“ მომავალ კვირას გათამაშების დასკვნითი ტურის შეხვედრას „არისის“ წინააღმდეგ გამართავს და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონის ბედიც სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ლოჩოშვილის კრემონეზე სერია B-ში დაქვეითდება
ოფიციალურად - ლოჩოშვილის კრემონეზე სერია B-ში დაქვეითდება