გიორგი მამარდაშვილი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

მამარდაშვილის საოცარი სეივები, ჩხუბი ვინისიუსთან და გამარჯვება რეალთან

ლა ლიგის მორიგ ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 105-წუთიან ტრილერში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, ამ გამარჯვებით კი „ვალენსიამ“ ლა ლიგაში დარჩენისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა.

„სამეფო კლუბის“ კარში ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე დიეგო ლოპესმა გაიტანა.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ქართველმა მეკარემ „ღამურების“ გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. მადრიდელთა წინააღმდეგ, გიორგიმ 5 სეივი შეასრულა, მათ შორის გამორჩეული კი შეხვედრის მიწურულს განხორციელებული სამი მოგერიება იყო. 22 წლის მეკარემ ჯერ ვალვერდეს აუღო, შემდეგ ტონი კროოსის საჯარიმო მოიგერია და ბოლოს კარიმ ბენზემას პირისპირ არ გაატანინა. მატჩის დასრულების შემდეგ, ლა ლიგამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.

ქართველ მეკარეს შეხვედრის მიწურულს მხოლოდ სეივებით არ გამოუჩენია თავი. გიორგი „რეალის“ ლიდერს, ვინისიუს ჟუნიორსაც დაუპირისპირდა და მსაჯისგან ყვითელი ბარათიც დაიმსახურა, თუმცა საპირისპიროდ, არბიტრმა კონფლიქტის გამო მოედნიდან ბრაზილიელი ფეხბურთელი გააძევა.

35 ტურის შემდეგ, „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-13 ადგილზე აღზევდა და გასავარდნ ზონას 5 ქულით დაშორდა. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 25 მაისს, სტუმრად „მალიორკასთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული გამარჯვება - ნაპოლიმ ინტერი დაამარცხა
ისტორიული გამარჯვება - ნაპოლიმ ინტერი დაამარცხა