ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ისტორიული გამარჯვება - ნაპოლიმ ინტერი დაამარცხა

სერია A-ს 36-ე ტურში სერია A-ს მოქმედმა ჩემპიონმა „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ფინალისტ „ინტერს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

სიმონე ინძაგიმ შემადგენლობა გადაახალისა, რადგან მის გუნდს 24 მაისს იტალიის თასის ფინალში „ფიორენტინასთან“ მატჩი ელის. სპალეტიმ კი ჩემპიონობის შემდეგ, საბრძოლო შემადგენლობა პირველად გამოიყენა.

პირველ ტაიმში მასპინძლებს უპირატესობა ჰქონდათ და მეტი მომენტიც შექმნეს. აქტიური და ყველაზე გამორჩეული იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც თამაშის მუდმივად გამწვავებას ცდილობდა და რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა.

ერთ-ერთი კონტრიერიშისას გალიარდინიმ კვარასთან უხეშობის შემდეგ ყვითელი ბარათი მიიღო, რასაც რამდენიმე წუთში მეორე ყვითელიც მოაყოლა და ტაიმის მიწურულს მოედნიდან გააძევეს.

მეორე ნახევარში „ნაპოლის“ უპირატესობა კიდევ გაიზარდა და მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა დასკვნით ფაზაში სიმწვავე და სიზუსტე აკლდებოდათ.

საბოლოოდ, 82-ე წუთზე კიმის ნაცვლად ცვლილებაზე შესულ ჟესუსს ჩამოეძინა და მის ზურგსუკან მდგომი ლუკაკუ ვერ შენიშნა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. „ინტერმა“ გოლი არაფრიდან შექმნა.

კვარამ მოედანი 84-ე წუთზე დატოვა.

კვარას ყველა მომენტი ინტერის წინააღმდეგ

ჯოვანი დი ლორენცომ კი გუნდს მაინც მოაგებინა და 85-ე წუთზე უძლიერესი და ულამაზესი გასროლით თავისიანები დააწინაურა.

95-ე წუთზე კი ჯანლუკა გაეტანომ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1

აღსანიშნავია, რომ ეს ნეაპოლელთა ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც 1 სეზონში სერია A-ში ყველა გუნდის დამარცხება შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: მოურინიო საცოდავია, რომას ფეხბურთი ნაგავია
კასანო: მოურინიო საცოდავია, რომას ფეხბურთი ნაგავია