გამარჯვება ჩელსისთან - მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონობა იზეიმა
ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ მოქმედი ჩემპიონის სტატუსით პირველი შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა.
პეპ გუარდიოლამ მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, დღევანდელ შეხვედრაში შემადგენლობის სრულად გადახალისება გადაწყვიტა და ერთბაშად, შემადგენლობის 9 ფეხბურთელი შეცვალა. ამის მიუხედავად, ქალაქელებმა მაინც დამაჯერებლად ითამაშეს და „არისტოკრატები“ მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს. „ჩელსის“ კარში ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე ხულიან ალვარესმა გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა გულშემატკივრებთან ერთად გათამაშების ჩემპიონობაც იზეიმეს.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონობა გუშინ გაინაღდა, როდესაც „არსენალი“ სტუმრად „ნოტინგემ ფორესტთან“ 1:0 დამარცხდა.
And your @premierleague champions... Manchester City! ???? pic.twitter.com/yGepxj7JTE
— Manchester City (@ManCity) May 21, 2023