შანსი მილანს - იუვენტუსს ხვალ შესაძლოა ქულები ჩამოაკლონ
Aa
Aa

შანსი მილანს - იუვენტუსს ხვალ შესაძლოა ქულები ჩამოაკლონ

22 მაისს შესაძლოა ტურინის „იუვენტუსს“ 12 ქულა ჩამოაკლონ და „ბებერი ქალბატონის“ ნაცვლად ჩემპიონთა ლიგაზე „მილანმა“ ითამაშოს.

ხვალ მეხუთე სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც ტურინული კლუბის მიერ ფიქტიური კაპიტალის მიღების საქმეს შეეხება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორს შეუძლია ტურინელთათვის 9-დან 12-მდე საჯარიმო ქულის ჩამოკლება მოითხოვოს.

სასამართლოს შეუძლია პროკურატურის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, შეამციროს ჯარიმის ოდენობა ან დაამტკიცოს იანვრის გადაწყვეტილება, რომელიც „ბიანკონერისთვის“ 15 ქულის ჩამორთმევას გულისხმობდა.

თუ „იუვეს“ 12 ქულა ჩამოაკლდება, რაც სავსებით სავარაუდოა, მაშინ გუნდი სერია A-ში მე-8 ადგილამდე დაიწევს და მომდევნო სეზონში ევროზონის მიღმა დარჩება. აღსანიშნავია, რომ ტურინელებს ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლებათ.

სერია A-ში „ბიანკონერის" 35 ტურის შემდეგ 69 ქულა აქვს სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ლოჩოშვილის კრემონეზე სერია B-ში დაქვეითდება
ოფიციალურად - ლოჩოშვილის კრემონეზე სერია B-ში დაქვეითდება