ოფიციალურად - ლოჩოშვილის კრემონეზე სერია B-ში დაქვეითდება
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სერია B-ში დაქვეითდება.
დავიდე ბალარდინის გუნდის ბედი დღეს „სპეციაზე“ იყო დამოკიდებული, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზე იმყოფება. 36-ე ტურში „სპეცია“ დღეს სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდა და ფრედ, 0:0 ითამაშა. შედეგად, ლეონარდო სემპლიჩის გუნდმა სატურნირო ცხრილში 31 ქულა დააგროვა, „კრემონეზეს“ კი 24 ქულა აქვს და გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევის თეორიული შანსიც აღარ აქვს.
ლოჩოშვილის გუნდმა 36-ე ტურში თავისი მატჩი გუშინ, „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართა და საკუთარ მოედანზე მაღალი სხვაობით, 1:5 დამარცხდა.
„კრემონეზეს“ 36 ტურის შემდეგ 4 მოგებით, 20 მარცხით და 12 ფრით 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილს იკავებს.