20 წამი და 1 შეხება - ზივზივაძის სადებიუტო გოლი კარლსრუეში
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში, ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ „კაიზერსლაუტერნს“ 2:0 მოუგო. მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა კი თავისი სადებიუტო გოლის გატანა შეძლო.
ბუდუმ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 0:0 იყო. ზივზივაძეს გოლის გასატანად 20 წამი და 1 შეხება დასჭირდა. თავდაპირველად ლაინსმენმა ბურთი გააუქმა, თუმცა ვიდეო რეფერის გამოყენების შემდეგ გოლი ჩაითვალა.
„კარლსრუემ“ შეხვედრის ბოლოს მეორეც გაიტანა და 2:0 მოიგო.
ეს მეორე ბუნდესლიგის ბოლოს წინა ტური იყო. „კარლსრუე“ 45 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და დასკვნით ტურში 28 მაისს „ზანკტ პაულს“ ესტუმრება.
შეგახსენებთ, რომ ბუდუმ ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ, ჯამში 9 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში კი მხოლოდ 2.
84.|1:0| Stimmungscheck #KSCFCK #KSCmeineHeimat pic.twitter.com/ByaojmKr9C
— Karlsruher SC (@KarlsruherSC) May 21, 2023