შერმადინის 8 ქულა და 4 მოხსნა - ტენერიფე უნიკახასთან დამარცხდა
ესპანური ACB ლიგის 33-ე ტურში „უნიკახამ“ შინ „ტენერიფე“ 75:71 დაამარცხა.
სტუმართა სასტარტო ხუთეულში გიორგი შერმადინმა ითამაშა, მან პარკეტზე 18 წუთი და 50 წამი გაატარა, მის აქტივში 8 ქულა და 4 მოხსნაა.
ლიგა ენდესა 2022-23 წლების სეზონის MVP-ის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. პირველ ეტაპზე რჩეულები გულშემატკივრებმა დააფიქსირეს და ხმის მიცემის შედეგები გამოქვეყნდა. ქომაგების რჩეული გიორგი შერმადინი გახდა. „შერმინატორმა“ ხმების 29.2 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე ჯანან მუსა იმყოფება - 19.1 პროცენტი, ხოლო მესამე ითან ჰაპია - 9 პროცენტი. გულშემატკივრების გარდა, MVP-ის ჯილდოს მფლობელის გამოსავლენ პროცედურაში მონაწილეობას ჟურნალისტები, მოთამაშეები და მწვრთნელები მიიიღებენ.
33 ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ 23 მატჩი მოიგო, 10 დათმო, 46 ქულით მეოთხე ადგილზეა. 34-ე ტურში „ტენერიფე“ შინ „სარაგოსას“ შეხვდება.
???? ¡Terminada la Jornada 3⃣3⃣ al completo, así queda LA CLASIFICACIÓN de la #LigaEndesa!
— Liga Endesa (@ACBCOM) May 21, 2023
¡Muchas cosas por decidir en la última jornada! ???? pic.twitter.com/W7B9CvJ3fi