აურელიო დე ლაურენტისი, იულიან ნაგელსმანი, რობერტო დე ძერბი, სერჟიუ კონსეისაუ
Aa
Aa

ლაურენტისი ნაგელსმანის აგენტს შეხვდა - ნაპოლი სპალეტის ალტერნატივაზე მუშაობს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი იულიან ნაგელსმანის აგენტს შეხვდა. „ნაპოლის“ პრეზიდენტი ლუჩანო სპალეტის შეცვლაზე ფიქრობს, ერთ-ერთ ალტერნატივად იულიან ნაგელსმანს განიხილავს. ლაურენტისისა და ნაგელსმანის აგენტის საუბრის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

სპალეტის შესაძლო შემცვლელთა სიაში ანტონიო კონტე, რობერტო დე ძერბი და სერჟიუ კონსეისაუ ფიგურირებენ. ანტონიო კონტე თავისუფალი აგენტია, თუმცა დე ძერბი „ბრაიტონს“ წვრთნის და უპირატესობას პრემიერ ლიგაში მუშაობას ანიჭებს, ხოლო კონსეისაუ 2017 წლიდან „პორტუს“ მთავარი მწვრთნელია. ასევე, მიმდინარე კვირაში იტალიური მედია იუწყებოდა, რომ აურელიო დე ლაურენტისი რაფა ბენიტესს დაუკავშირდა. გავრცელებული ინფორმაციებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ლაურენტისი სპალეტის ალტერნატივაზე სერიოზულად ფიქრობს.

2022-23 წლების სეზონი „ნაპოლისთვის“ წარმატებულია, ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებმა სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე იტალიის ჩემპიონობა გაინაღდეს. ასევე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც „მილანთან“ დამარცხდნენ. „ნაპოლისთვის“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლა ისტორიული მოვლენა იყო, ასე შორის ნეაპოლური კლუბი არასდროს გასულა.

Gazzetta-ს ინფორმაციით, 64 წლის სპალეტი აურელიო დე ლაურენტისის მიზნებით უკმაყოფილოა, რაც მომავალ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხება. სპალეტი მიიჩნევს, რომ ამისთვის გუნდი მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს, თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტი როგორც სახელფასო, ისე სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდაზე უარს ამბობს, თუმცა ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ნაპოლიმ“ „უდინეზეს“ ბეტოს სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზა. ასევე, „ნაპოლი“ „უდინეზეს“ კიდევ ორ ფეხბურთელს, 21 წლის სერბი ნახევარმცველს, ლაზარ სამარჯიჩსა და 27 წლის ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს, როდრიგო ბეკანის უმიზნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა სასტარტოში ითამაშებს - Gazzetta ნაპოლი-ინტერის შემადგენლობებზე
ხვიჩა სასტარტოში ითამაშებს - Gazzetta ნაპოლი-ინტერის შემადგენლობებზე