ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი, ბეტო, ლაზარ სამარჯიჩი, როდრიგო ბეკანი
Aa
Aa

ბეტო ნაპოლიში? - პარტენოპეი ოსიმენის შემცვლელში 25 მილიონს იხდის

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ნაპოლიმ“ ახალ სეზონზე ფიქრი უკვე დაიწყო, „პარტენოპეი“ „უდინეზეს“ ფორვარდის, ბეტოს გადაბირებას ეცდება. ნეაპოლურმა კლუბმა უდინელებს ფორვარდის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა, თუმცა ფრიულიური გუნდი 35 მილიონზე ნაკლებად ბეტოს გაშვებას არ აპირებს.

ნეაპოლელები ბეტოს ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც შესაძლოა „ნაპოლი“ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს.

25 წლის ბეტომ, რომელიც იტალიის ჩემპიონატში მეორე სეზონს ატარებს, სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 10 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა საუკეთესო ექვსეულიდან მხოლოდ „მილანთან“ გამოიჩინა თავი. ასევე, 2021-22 წლების სეზონში უფრო შედეგიანი იყო, სერი ა-ს 28 მატჩში 11 გოლით დაეხმარა გუნდს, თუმცა შესაძლოა ეს შედეგი მიმდინარე სეზონში გააუმჯობესოს.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „პარტენოპეის“ „უდინეზეს“ კიდევ ორი ფეხბურთელი, 21 წლის სერბი ნახევარმცველი ლაზარ სამარჯიჩი და 27 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი როდრიგო ბეკანი მოსწონს, თუმცა მათთან მიმართებაში ამ ეტაპზე მოლაპარაკების დეტალები არ გაჟღერებულა.

შეგახსენებთ, Gazzetta გასულ კვირაში იუწყებოდა, რომ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი აურელიო დე ლაურენტისის მიზნებით უკმაყოფილო იყო, რაც მომავალ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხება. სპალეტი მიიჩნევს, რომ ამისთვის გუნდი მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს, თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტი როგორც სახელფასო, ისე სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდაზე უარს ამბობდა. შესაძლოა, ლაურენტისმა აზრი შეიცვალა და გუნდის გაძლიერებაზე მუშაობა დაიწყო, რაც ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები