ამირან გოგოლაძე, ლიან ეტებარი
Aa
Aa

ეტებარი დამარცხებულია - გოგოლაძის წარმატებული დაბრუნება ოქტაგონზე

MMA-ს ქართველი მებრძოლი ამირან გოგოლაძე ოქტაგონს წარმატებით დაუბრუნდა. ჩეხურ-სლოვაკურ ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 1 მილიონი ევროა, ქართველმა ინგლისელი ლიან ეტებარი სამრაუნდიან ბრძოლაში მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა. 

გოგოლაძემ ჩხუბი ორგანიზაცია OKTAGON MMA-ის ეგიდით გამართა და სოლიდური თანხის გამომუშავების შანსი აქვს. 1-მილიონიანი ტურნირის გამარჯვებული 300 000 ევროს დაისაკუთრებს, ფინალში წაგებული 130 000-ს მიიღებს, ხოლო ნახევარფინალისტებს 80 000 ევრო ერგებათ.

ამირან გოგოლაძემ კარიერაში მე-16 ბრძოლა გამართა: 13 გამარჯვება, 3 მარცხი.

შეგახსენებთ, „სნაიპერს“ ორთაბრძოლა 4 მარტს უნდა გაემართა, მისი მეტოქე ლუის გლისმანი უნდა ყოფილიყო, თუმცა წონა ვერ ჩააბარა. 20 მაისს მოლდოველ იუნ სურდუს უნდა შეხვედროდა, თუმცა მეტოქე ბრძოლას ჩაეხსნა და საბოლოოდ გოგოლაძისა და ლიან ეტიბარის ჩხუბი შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები