ბაიერნი, დორტმუნდის ბორუსია, ლაიპციგი
Aa
Aa

ბაიერნმა წააგო - დორტმუნდს ჩემპიონობის იდეალური შანსი აქვს

ბუნდესლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მიუნხენის „ბაიერნის“ მდგომაროება დამძიმდა. ტომას ტუხელის შეგირდები „ლაიპციგს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდნენ და 1:3 დამარცხდნენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ „დორტმუნდი“ დარჩენილ ორივე მატჩს მოიგებს ჩემპიონი გახდება. ამ მომენტისთვის, „რეკორდმაისტერი“ „ბორუსიას“ 1 ქულით უსწრებს.

ედინ ტერზიჩის შეგირდები მიმდინარე ტურში „აუგსბურგს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო ბოლო ტურში „მაინცს“ უმასპინძლებენ.

რაც შეეხება „ბაიერნისა“ და „ლაიპციგის“ მატჩს, მასპინძლებმა პირველი ტაიმი გნაბრის გოლით მოიგეს. მეორე ნახევარში კი ლაიმერმა, ნკუნკუმ და შობოშლაიმ 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის „ბორუსია“ უკანასკნელად გერმანიის ჩემპიონი იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით 2012 წელს გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი და საგოლე პასი - დავითაშვილმა ლავალთან ბრწყინვალედ ითამაშა
გოლი და საგოლე პასი - დავითაშვილმა ლავალთან ბრწყინვალედ ითამაშა