პსჟ, მარკინიოსი
Aa
Aa

“თავი დაანებეთ“ - მარკინიოსმა მესი დაიცვა

ლიგა 1-ის გასულ ტურში „პარი სენ ჟერმენი” საკუთარ კედლებში „აიაჩოს“ დაუპირისპირდება და 5:0 გაანადგურა.

მატჩის მიმდინარეობისას არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. თამაშის დროს, როგორც კი მესი ბურთს მიიღებდა, გულშემატკივრები გამაყრუებლად უსტვენდნენ. არგენტინელი სუპერვარსკვლავი მარკინიოსმა დაიცვა და განაცხადა:

მარკინიოსი:

„კრიტიკას და პროტესტს ყოველთვის დიდ პატივს ვცემ, როდესაც ეს მშვიდობიანია და ჩარჩოებშია მოქცეული. გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს ნუ ამოიჩემებენ. წარუმატებლობა ერთის ბრალი არასდროს არის. ეს კოლექტიურია. ფეხბურთელი მარტო არასდროს მოქმედებს. თავი დაანებეთ მესის. მას ეს არ დაუმსახურებია.“

შეგახსენებთ, რომ ლიონელმა თვითნებურად „პარი სენ ჟერმენი“ დატოვა და დასასვენებლად საუდის არაბეთში წავიდა. მას ეგონა, რომ ამის უფლება ჰქონდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ასე არ იყო.

ამის გამო, კლუბმა 7 ოქროს ბურთის მფლობელი დასაჯა, მაგრამ შემდეგ სასჯელი მოუხსნა. გულშემატკივრებმა კი ლეოს ეს ყველაფერი არ აპატიეს და როგორც უკვე მოგახსენეთ, „აიაჩოსთან“ მატჩის დროს გამუდმებით უსტვენდნენ და ლანძღავდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი - კვარამ ვარჯიში განაახლა და ინტერთან ითამაშებს
კარგი ამბავი - კვარამ ვარჯიში განაახლა და ინტერთან ითამაშებს