პეპ გუარდიოლა, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

„მოკეტე!“ - „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კევინმა მიყვირა“

პეპ გუარდიოლამ კევინ დე ბრუინთან არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში (4:0) ერთ-ერთ ეპიზოდში დე ბრუინმა ბურთი დაკარგა, როცა მარტივად მის გვერდით მყოფი გრილიშისთვის გადაწოდება შეეძლო. იქვე ხაზთან მდგომმა გუარდიოლამ მას ბურთის დაკარგვამდე ხმამაღლა დაუძახა, რომ პასი გაეკეთებინა, შემდეგ კი არაზუსტ მოქმედებაზე ემოციური რეაგირება ჰქონდა.

დე ბრუინმა ამ დროს მას დაუყვირა: „მოკეტე!“ - ეს კადრი კამერებმა დააფიქსირეს და სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. გუარდიოლამ ამის შესახებ პრესასთან ისაუბრა.

„მე მიყვარს, როცა ერთმანეთს ვუყვირით. მიყვარს ეს ენერგია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კევინმა მიყვირა. თქვენ ამას ვერ ხედავთ ვარჯიშზე რამდენს მიყვირის.

მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ამის შემდეგ ის საუკეთესო ხდება“,

- ციტირებს გუარდიოლას სიტყვებს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. 10 ივნისს ფინალში „ქალაქელები“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი დასრულდა? ნაპოლიდან სპალეტის წასვლა გარდაუვალია
ყველაფერი დასრულდა? ნაპოლიდან სპალეტის წასვლა გარდაუვალია