ყველაფერი დასრულდა? ნაპოლიდან სპალეტის წასვლა გარდაუვალია
როგორც ჩანს, ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ დატოვებს და ხვიჩა კვარაცხელიას მომდევნო სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება.
მწვრთნელსა და კლუბის პრეზიდენტს შორის სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა და ურთიერთობა ჩიხში შევიდა. მხარეები დეტალებზე ვერ თანხმდებიან და ურთიერთობის გაგრძელება ამ გადმოსახედიდან შეუძლებელი ჩანს.
თუ, სპალეტი თანამდებობას ნაადრევად დატოვებს, კლუბს მისთვის კომპენსაციის სახით 8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ სიტუაცია სულ უფრო დაძაბული ხდება და სპალეტის წასვლა გარდაუვალი ხდება. სულ რაღაც 1 კვირის წინ, მსგავსი სცენარის წარმოდგენა შეუძლებლად მოჩანდა.
„კარგი იქნება, თუ სპალეტი ჩვენთან დარჩება და საკუთარი საქმის კეთებას გააგრძელებს. ცხოვრებაში ყველაზე ფასეული რამ არის განუზომელი თავისუფლება. ფრთები არავის უნდა დააჭრა, რადგან შემდეგ ვინმემ იგივე ჩემს მიმართ არ გააკეთოს“.
- ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Sky Sports-ი.
სპალეტი და დე ლაურენტისი თითქმის ვერაფერზე შეთანხმდნენ. ლუჩანო ხელფასის დაახლოებით 1 მილიონით გაზრდას ითხოვდა. დე ლაურენტისს ამაზე თავისი შეხედულებები ჰქონდა, საბონუსე სისტემა, რომელიც სპალეტის არ მოსწონდა. ასევე, პრეზიდენტს ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდის შექმნა სურს, სპალეტი კი საამისოდ შემადგენლობის გაძლიერების გარეშე მუშაობას შეუძლებლად მიიჩნევდა.
დე ლაურენტისს „ნაპოლის“ შემადგენლობის გვარიანად გასაძლიერებლად ფულის დახარჯვა არ სურს, სპალეტი კი ასეთ შემთხვევაში მას ვერანაირ გარანტიას ვერ აძლევს. La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ ნეაპოლელთა ახალი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა რაფაელ ბენიტესი გახდეს.
ბენიტესის გარდა სიაში ანტონიო კონტე და დე ძერბი იმყოფებიან. დე ლაურენტისისთვის ახალი სეზონიდან მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგა იქნება და მას შესაბამისი მწვრთნელის შერჩევა სურს, თუმცა თითქმის დაკარგული კიმით და შემადგენლობის გაძლიერებაზე უარის თქმით, ამ მიზნის მიღწევა რამდენად შესაძლებელია, ეს რთული სათქმელია.