NBA: მაიამიმ ბოსტონში მეორედაც მოიგო და სუპერფინალს უახლოვდება
გამთენიისას NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე შეხვედრა გაიმართა, სადაც „მაიამიმ“ „ბოსტონს“ სტუმრად მეორე შეხვედრაც მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
პირველი ორი მეოთხედი თანაბარი იყო, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ, „ბოსტონმა“ შეძლო და მეტოქეს მესამე მეოთხედი 33:21 მოუგო. თითქოს შეხვედრის მოსაგებადაც გაიწიეს, თუმცა „ჰიტმა“ დასკვნითი 12 წუთი ბრწყინვალედ ჩაატარა და 36:22 მოიგო. საბოლოოდ, „მაიამიმ“ 111:105 გაიმარჯვა.
„სტუმართა“ მხრიდან ყველაზე მეტი კვლავ ჯიმი ბატლერმა ჩააგდო - 27 ქულა. 25 ქულა ჰქონდა ქეილებ მარტინს. ორმაგი დუბლი შეასრულა ბემ ადებაიომ - 22 ქულა, 17 მოხსნა, 9 გადაცემა.
NBA-ს მიმდინარე პლეი-ოფში, როდესაც ჯიმი ბატლერი თამაშში მინიმუმ 13 სროლას ასრულებს, ასეთ შემთხვევაში მაიმის 10 მოგება და 0 მარცხი აქვს.
„ბოსტონის“ მხრიდან ორმაგი დუბლით საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო - 34 ქულა, 13 მოხსნა, 8 გადაცემა.
სერიის მომდევნო 2 შეხვედრა მაიამიში გაიმართება და „ბოსტონის“ სუპერფინალში მოხვედრის შანსები საგრძნობლად არის შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ კონფერენციის ფინალში „დენვერი“ „ლეიკერსს“ 2:0-ს უგებს.