ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჯან პიერო ვენტურა
Aa
Aa

ვენტურა: „ტრავმების გარეშე ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდოდა“

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო ვენტურამ რადიო CRC-ში გადაცემა Si Gonfia La Rete-ში სტუმრობისას „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, „პარტენოპეის“ დანაკლისი რომ არ ჰქონოდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა რეალური იქნებოდა.

ჯან პიერო ვენტურა: „კლუბმა კარგად იმუშავა და ისეთი ფეხბურთელები იპოვა, როგორებიც კვარაცხელია და კიმი არიან. გასახდელში ჰაერის გამოცვლის დრო იყო. ფანტასტიკური იქნებოდა თუ გუნდის ორი ან სამი ელემენტი თამაშისთვის მზად იქნებოდა. ზამთრის პაუზის შემდეგ „ნაპოლიმ“ ოსიმენი, სიმეონე და რასპადორი დაკარგა, ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ელმასმა ითამაშა. ვფიქრობ, კლუბს დანაკლისი რომ არ ჰქონოდა, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდოდა. მათთან ერთად „ნაპოლი“ უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი იქნებოდა ევროპაში. ჩემპიონატის დასაწყისში კიმისა და კვარაცხელიას არავინ იცნობდა“.

2022-23 წლების სეზონი „ნაპოლისთვის“ წარმატებულია, ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებმა სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე იტალიის ჩემპიონობა გაინაღდეს. ასევე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც „მილანთან“ დამარცხდნენ. „ნაპოლისთვის“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლა ისტორიული მოვლენა იყო, ასე შორის ნეაპოლური კლუბი არასდროს გასულა.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. იტალიის ჩემპიონობაში ქართველმა გარემარბმა უდიდესი წვლილი შეიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები