ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო - შესაძლოა, ინტერთან მატჩი გამოტოვოს

„ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიამ „ინტერთან“ მატჩი გამოტოვოს. „ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა გუშინდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და დღეს ინდივიდუალურად სპორტდარბაზში ივარჯიშა.

„ნაპოლისა“ და „ინტერის“ შეხვედრა 21 მაისს, 20:00 საათზე დაიწყება.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. იტალიის ჩემპიონობაში ქართველმა გარემარბმა უდიდესი წვლილი შეიტანა.

35 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 83 ქულით პირველ ადგილზეა, ჩემპიონობა განაღდებული აქვს. მეორე ადგილს „იუვენტუსი“ 69 ქულით იკავებს, მას „ინტერი“ 3 ქულით ჩამორჩება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს, „პარტენოპეის“ მთავარ მწვრთნელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ამ ეტაპზე პასუხი უარყოფითია. მხარეები კომპრომისის მიღწევას ცდილობენ. ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში სპალეტის წლიური ხელფასი 2,8 მილიონი ევროდან 3,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება და სპალეტი პოსტზე 2025 წლამდე იმუშავებს. La Repubblica-ს ცნობით, სპალეტისა და ლაურენტისის ბოლო შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები