სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი, ჯონ ბარნსი
Aa
Aa

„ლამპარდი შავკანიანი რომ იყოს, ასეთ შანსს არ მისცემდნენ“ - ლივერპულის ლეგენდა

„ლივერპულის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჯონ ბარნსმა საფეხბურთო სამყაროში არსებულ რასიზმზე ისაუბრა. ბარნსმა ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი ახსენა და განაცხადა, რომ მის ადგილას შავკანიანი სპეციალისტი რომ ყოფილიყო, იგივე შანსი არ მიეცემოდა.

„სელტიკში მუშაობისას მატჩების 65 პროცენტი მოვიგე და როგორც ჩანს, ეს კარგი შედეგი არ ყოფილა, მაგრამ სტივენ ჯერარდის შემთხვევაში, რომელმაც რეინჯერსში მატჩების 64 პროცენტი მოიგო, ყველაფერი სხვანაირად იყო და ასტონ ვილაში ამიტომ დაინიშნა. საოცარია, ხალხის მოსაზრება, თითქოს, ეს ცუდი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

ფრენკ ლამპარდი ძალიან მიყვარს, მაგრამ მისი სტატისტიკის გათვალისწინებით, მართლა ფიქრობთ, რომ შავკანიანი რომ ყოფილიყო, იგივე შანსს მიიღებდა? ფეხბურთში, მთავარ მწვრთნელებს ფანები უშვებენ და არა პრეზიდენტები. რატომ კარგავენ ქომაგები შავკანიანი თავკაცების რწმენას უფრო სწრაფად, ვიდრე თეთრკანიანი სპეციალისტების? იმიტომ, რომ მათ შორის არსებობს სტერეოტიპი, თითქოს შავკანიან ადამიანს ლიდერობა არ შეუძლია“.

ცნობისთვის, ბარნსი „ლივერპულის“ ღირსებას 1987-დან 1997 წლამდე იცავდა და კლუბის მაისურით 314 შეხვედრა ჩაატარა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში, მას 79 შეხვედრა აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოსასყიდი თანხა და გაზრდილი ხელფასი - ნაპოლი ოსიმენის შესანარჩუნებლად იბრძოლებს
გამოსასყიდი თანხა და გაზრდილი ხელფასი - ნაპოლი ოსიმენის შესანარჩუნებლად იბრძოლებს