მაიამი ჰიტი, ბოსტონ სელტიკსი
Aa
Aa

ბატლერის შოუ - მაიამიმ პირველი მატჩი მოიგო

NBA-ში, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში, „ბოსტონ სელიკსმა“ შინ „მაიამი ჰიტი“ მიიღო და 7 ქულის სხვაობით, 116:123 დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, რომელიც მატჩის პირველ ნახევარში ძირითადად ბოსტონელების კარნახით მიდიოდა. მეორე პერიოდის მიწურულს მასპინძლები 9-ქულიანი სხვაობით იგებდნენ (66:57) და რომ არა მესამე მეოთხედში ჯიმი ბატლერის საოცარი თამაში, დიდი ალბათობით მატჩს გამარჯვებამდეც მიიყვანდნენ.

მესამე მეოთხედი „ჰიტსმა“ 21 ქულის სხვაობით მოიგო (25:46), რამაც მატჩის შედეგზეც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა, დასკვნით მეოთხედში კი დიდი მცდელობის მიუხედავად, „სელტიკსმა“ ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ შეძლო.

ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული ჯიმი ბატლერი იყო, რომელმაც 43:10 წუთში 35 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 6 ჩაჭრა მოაგროვა. ბოსტონელებს კი ჯეისონ ტატუმმა ულიდერა, რომელმაც 41 წუთში 30 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ბლოკი დააფიქსირა.

შესაბამისად, მაიამი სერიაში 1:0 დაწინაურდა, გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა კი 20 მაისს, საქართველოს დროით 04:30 საათზე კვლავ ბოსტონში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის გუნდს გაუმართლა | სან ანტონიომ NBA-ის დრაფტის ლატარია მოიგო
მამუკელაშვილის გუნდს გაუმართლა | სან ანტონიომ NBA-ის დრაფტის ლატარია მოიგო