გუარდიოლა: შარშანდელი მარცხის გამო, ის განცდილი ტკივილი გვახსოვდა
გუარდიოლამ „რეალთან“ შთამბეჭდავი გამარჯვებისა (4:0) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და საკუთარი ემოციები გაგვიზიარა.
„პირველი 10-15 წუთის შემდეგ, მქონდა განცდა, რომ ჩვენ ვგრძნობდით ტკივილს, რომელიც გასულ სეზონში მარცხისას ვიწვნიეთ, მაგრამ დღეს ყველაფერი გამოვიდა. გასული სეზონი ძალიან მტკივნეული იყო, როცა ხალხი ამბობდა, რომ ჩვენ ხასიათი გვაკლდა. კარგად მახსოვს გასულ წელს ეტიჰადზე მოგებული (4:3) მატჩის შემდეგ კროოსის სიტყვები, როცა მან თქვა, რომ ეს თამაში 10:1 უნდა წაეგოთ, მაგრამ ისინი მადრიდელები არიან და მათ აქვთ ხასიათი, მენტალიტეტი. და კროოსი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ვინც ოდესმე გამიწვრთნია.
ჩვენს ქომაგებთან ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობთ. დღეს ვაჩვენეთ, თუ რამდენად განსაკუთრებულები არიან ისინი.
დღეს, პირველივე წუთებიდანვე გვქონდა განცდა, რომ მზად ვიყავით. ამიტომ გონებრივად მშვიდად ვიყავით. არ ვგრძნობდი ნერვიულობას და დაძაბულობას. ვგრძნობდი, რომ კარგი წარმოდგენისთვის მზად ვიყავით.
ეს სეზონი როდრისთვის საოცარია! მის გარეშე აქამდე ვერ მივაღწევდით. ყველა ჰალანდის შესახებ საუბრობს, მაგრამ როდრი უკეთეს ნახევარმცველად იქცა. არ ვიცი, არის თუ არა დღეს ვინმე მასზე ძლიერი. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ფინალში ინტერი გველოდება. იტალიელებისთვის არაფერია უკეთესი, ვიდრე არ ჩაითვალონ ფავორიტებად.
ბევრი სამუშაოა, როდესაც შენ ლიგის ფინალში გადიხარ. უნდა იზეიმო, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ გაქვს, რადგან კვირას პრემიერ ლიგის მოგების შანსი გვაქვს“.
აქვე გეტყვით, რომ გუარდიოლა ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე (ჩემპიონთა თასზეც), რომელმაც რეალი ტურნირიდან 3-ჯერ გამოაგდო. 2011 წელს პირველად ბარსელონათი, შემდეგ 2020-ში სიტისთან ერთად და მესამედ დღეს.
პეპი მწვრთნელის რანგში თავის კარიერაში ჩემპიონთა ლიგაზე მე-4 ფინალს ითამაშებს. პეპს 2 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.