გუარდიოლამ ისტორია დაწერა - მნიშვნელოვანი ფაქტები 4:0-ის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალში „სიტიმ“ „რეალს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
პეპ გუარდიოლამ და მისმა გუნდმა „სამეფო კლუბს“ ისტორიული მარცხი აგემა. დღევანდელ შეხვედრაში რამდენიმე საინტერესო და ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა.
საინტერესო ფაქტები
პეპ გუარდიოლა მწვრთნელის რანგში თავის კარიერაში ჩემპიონთა ლიგაზე მე-4 ფინალს ითამაშებს. პეპს 2 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.
კარლო ანჩელოტიმ გუარდიოლას წინააღმდეგ, ბოლო 8 მატჩიდან 6 წააგო.
მანჩესტერ სიტის ბოლო 24 მატჩია არ წაუგია. მათ ანგარიშზე 19 მოგება და 4 ფრეა.
რეალმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 0:4 მეორედ წააგო. პირველად ეს 2009 წელს ლივერპულთან მოხდა. ამჯერად კვლავ ინგლისურ კლუბთან განმეორდა. ნახევარფინალურ სტადიაზე კი ასეთი სხვაობით ისტორიაში პირველად წააგეს.
პეპ გუარდილას ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 გამარჯვება დაუგროვდა. ისტორიაში მასზე მეტი მხოლოდ ანჩელოტის (107) და ალექს ფერგიუსონს (102) აქვთ. თუმცა პეპს ამ შედეგის მისაღწევად 160 მატჩი დასჭირდა, ანჩელოტის 180, ხოლო ფერგიუსონს 184.
გუარდიოლა ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე (ჩემპიონთა თასზეც) რეალი ტურნირიდან 3-ჯერ გამოაგდო. 2011 წელს პირველად ბარსელონათი, შემდეგ 2020-ში სიტისთან ერთად და მესამედ დღეს.