ვალენსია, სელტა, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მიმდინარე სეზონში მეორედ - მამარდაშვილი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

ლა ლიგის გასულ ტურში „ვალენსიამ“ სტუმრად „სელტა“ 2:1 დაამარცხა. ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ.

ქართველმა მეკარემ, მატჩის მიმდინარეობისას 5 ბურთი მოიგერია. „მამარდა“ ამით არ დაკმაყოფილდა და საგოლე შეტევაშიც მიიღო მონაწილეობა.

კლიუვერტის მიერ გატანილი გოლის შეტევა სწორედ გიორგიმ დაიწყო. მან ლოპესს გრძელი პასუხა გაუკეთა, რომელმაც შემდეგ ნიდერლანდელს გადააწოდა და ანგარიში სწორედ ასე გაიხსნა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველმა ეს წოდება ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მეორედ მიიღო. პირველად ეს მე-20 ტურში „ჟირონასთან“ 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ათაბეგაშვილი: “გვაქვს შემოთავაზება, რომ გაისად მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ“
ათაბეგაშვილი: “გვაქვს შემოთავაზება, რომ გაისად მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ“