კარგი თამაში დაუფასდა - მიქაუტაძე ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ლიგა 2-ის გასულ ტურში „მეცმა“ „გრენობლს“ 1:0 აჯობა. აღნიშნულ დაპირისპირებაში გამორჩეული გიორგი მიქაუტაძე იყო, რომელმაც ბრწყინვალე საგოლე პასი გააკეთა. გოლის გარდა, ქართველ ფეხბურთელს არაერთი მომენტი ჰქონდა და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა.
ლიგა 2-მა გიორგის კარგი თამაში დაუფასა და ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ „ჯვაროსნების“ შემტევი ტურის სიმბოლურში ზედიზედ მეხუთედ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „მეცი“ ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის. ამ მომენტისთვის, მათ 65 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე მყოფ ბორდოს 1 ქულით ჩამორჩებიან.
რაც შეეხება მიქაუტაძეს, ახალგაზრდა ქართველი ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას 22 გოლით ლიდერობს. გიორგის ანგარიშზე ასევე 8 საგოლე გადაცემაა.
საგოლე პასი