ფაბრიციო რომანო: “ბაიერნი კიმიხის გაყიდვას არ აპირებს“
დღეს, ესპანურმა Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ იოზუა კიმიხი „ბაიერნის“ დატოვებას განიხილავდა. წყაროს ცნობით, გერმანელ ფეხბურთელს გარემოს გამოცვლა სურს. ამ სიტუაციით სარგებლობა კი „ბარსელონას“ სურდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ფაბრიციოს თქმით, „ბაიერნი“ მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კიმიხის გაყიდვას არ განიხილავს. „რეკორდმაისტერში“ თვლიან, რომ იოზუა მათი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და შესაბამისად ტრანსფერი არ შედგება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „ბაიერნი“ ლევანდოვსკიმ დატოვა და კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელა. რაც შეეხება კიმიხს, გერმანელი ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდს 2015 წელს შეუერთდა. 2015 წლიდან დღემდე, 28 წლის ფეხბურთელმა „ბაიერნის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 345-ჯერ მოირგო, 40 გოლი გაიტანა და 94 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Understand Bayern stance on Joshua Kimmich, very clear: he’s untouchable and not on the market this summer. ???????? #FCBayern
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 17, 2023
Bayern have no intention to negotiate for Kimmich despite reports on Barça; also, they consider Joshua as crucial player for club’s project. pic.twitter.com/6pTpNp2bb4