ქეცბაიას კვიპროსული გუნდი ეპატიჟება - რუსი მფლობელი მაცდურ წინადადებას ამზადებს
როგორც მოგეხსენებათ, თემურ ქეცბაია ამჟამად კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლავთ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სპეციალისტის გადაბირებით ადგილობრივი კლუბი „პაფოსი“ ინტერესდება. შეგახსენებთ, რომ თემურს კვიპროსის ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.
გამოცემა Sport-Fm წერს:
„პაფოსის ინტერესი ნამდვილად არსებობს, მაგრამ „ლურჯებმა“ ქართველი მწვრთნელისგან უარი მიიღეს. ქეცბაიას კვიპროსის ნაკრების დატოვება არ სურს. ეს ამბავი 3 თვის წინ დაიწყო. რამდენიმე თვის შემდეგ რაიმე შეიცვალა? იტყვით ალბათ „შეიძლება“. ქეცბაია „პაფოსს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაიბარებს, თუ გუნდს ყველაფერს ნულიდან დააწყებინებს.
ყველაფრის მიუხედავად, „პაფოსმა“ ქეცბაია, რომ დააინტერესოს, წინადადება ძალიან მიმზიდველი უნდა იყოს. რეალურად, თემურმა ნაკრებთან კონტრაქტი უნდა გაწყვიტოს. გუნდის რუს მფლობელებს კი იდეალური წინადადების შეთავაზება შეუძლიათ. ეს, რა თქმა უნდა, მოიცავს იმ ბიუჯეტს, რომლითაც „პაფოსს“ ჩემპიონობის პერსპექტივა ექნება.“
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს 2022 წლიდან წვრთნის. ამ პერიოდში მისმა ნაკრებმა 6 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.