ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომის მასტერსი, ჰოლგერ რუნე
Aa
Aa

რომის მასტერსი - ჯოკოვიჩი რუნესთან დამარცხდა

საჩოგბურთო სამყაროში თიხის სეზონი გახურდა და ახლა რომის მასტერსი მიმდინარეობს, სადაც შეიძლება ითქვას, რომ სენსაცია დაფიქსირდა. ნოვაკ ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში რუნეს დაუპირისპირდა და სამ სეტში 2:6 6:2 2:6 დამარცხდა.

მატჩი აქტიურად დანიელმა დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 4:1 იყო, რუნემ მეორე ბრეიკიც შეასრულა და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.

მეორე სეტში გულშემატკივრებმა შედარებით დაძაბული ბრძოლა იხილეს. სერბმა ვარსკვლავმა თავდაჯერება დაიბრუნა და მეექვსე გეიმში ბრეიკი შეასრულა - 4:2.

ჯოკოვიჩი სეტის მოსაგებად აწვდიდა, თუმცა 20 წლის დანიელმა უკუბრეიკი შეასრულა. რუნესთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან თავისი ჩაწოდება დათმო და ლოგიკურად სეტი ნოვაკს დარჩა.

დისაიდერში კი რუნემ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და პირველი სეტის სცენარი შემოგვთავაზა. ორი ბრეიკი და ანგარიში 6:2. მატჩი 2 საათი და 17 წუთი გრძელდებოდა. ცნობისთვის, დანიელი ჩოგბურთელი ნახევარფინალში კასპერ რუდსა და ჩერუნდოლოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის ყველაზე ცუდი მებრძოლები, რომლებიც არ აგებენ | მათ შორის მერაბიც დაასახელეს
UFC-ის ყველაზე ცუდი მებრძოლები, რომლებიც არ აგებენ | მათ შორის მერაბიც დაასახელეს