ჰარი კეინი, ნეიმარი, ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

პსჟ-ს გეგმა | სილვა და კეინი მესისა და ნეიმარის შემცვლელად

პსჟ სეზონის დასრულების შემდეგ, შემადგენლობაში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს. მოსალოდნელია, რომ გუნდს მესი და ნეიმარი დატოვებს, რის შემდეგაც, პარიზელებს მათი შემცვლელების შეძენა დასჭირდებათ.

კლუბის სპორტული დირექტორი ლუის კამპუში 2 ვარიანტს განიხილავს. Footmercato-ს ცნობით, პსჟ ჰარი კეინისა და ბერნარდუ სილვას შეძენას განიხილავს.

წყაროს თანახმად, პარიზელები კეინის გარემოცვას უკვე დაუკავშირდნენ და მათთან მოლაპარაკებების გამართვის სურვილიც გამოთქვეს.

კეინი ნეიმარის შემცველად მოიაზრება, რომელიც 9 ნომრის პოზიციას დაიკავებს, მბაპე კი თავის საყვარელ პოზიციას მარცხენა გარემარბის ადგილზე ითამაშებს, სადაც როგორც წესი ნეიმარი ასპარეზობს ხოლმე.

რაც შეეხება მესის წასვლას, კლუბი მისი შეცვლის ნომერ პირველ ვარიანტად ბერნარდუ სილვას ხედავს, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს.

თუ, ზემოხსენებული ტრანსფერები განხორციელდა, პსჟ მბაპეზე მორგებული გუნდი გახდება. კილიანი მესისა და ნეიმარის გვერდით თამაშისას იმ როლს ვერ იღებდა, რაც მას სურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი პორტუგალიიდან | მამარდაშვილის მსურველთა სია იზრდება
ინტერესი პორტუგალიიდან | მამარდაშვილის მსურველთა სია იზრდება