იოზუა კიმიხი
Aa
Aa

კიმიხი ბაიერნის დატოვებას განიხილავს - ბარსა ერთ-ერთი პირველი ვარიანტია

იოზუა კიმიხმა „ბაიერნის“ დატოვების სურვილი გამოთქვა და მის ერთ-ერთ მთავარ მსურველად „ბარსელონა“ სახელდება.

Mundo Deportivo-ს ცნობით, გერმანელ ნახევარმცველს გარემოს შეცვლის სურვილი აქვს და მისი პროფილი „ბარსელონას“ იდეალურად ერგება. ჩავი ბუსკეტსის შემცვლელს ეძებს და გერმანელი შესაძლოა საუკეთესო ვარიანტი იყოს.

როგორც ცნობილია, „ბარსა“ „სოსიედადიდან“ სუბიმენდის შეძენას განიხილავს, რომელიც 60 მილიონი ევრო ღირს, რაც კატალონიელთათვის მაღალი ფასია. შესაძლოა კიმიხი შედარებით იაფად გაიფორმონ.

წყაროს ცნობით, კიმიხზე ნაგელსმანის დათხოვნამ ცუდად იმოქმედა, მისთვის ეს გადაწყვეტილება დღემდე გაუგებარია და კლუბის შეცვლას სერიოზულად განიხილავს.

ჩავის კიმიხი მოსწონს და „ბარსელონას“ ვარიანტი თავად გერმანელსაც იზიდავს. ჯერჯერობით ამ თემაზე მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია „ბაიერნის“ პოზიციაც.

28 წლის იოზუა კიმიხი „ბაიერნის“ ღირსებას 8 წელია იცავს. მის კონტრაქტს ვადა 2025 წელს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ხვიჩა საქართველოში დამპატიჟებს, ხვალვე წამოვალ“ - დიეგო მარადონას შვილი
„თუ ხვიჩა საქართველოში დამპატიჟებს, ხვალვე წამოვალ“ - დიეგო მარადონას შვილი