მატეუ ალემანი
Aa
Aa

ალემანის უცნაური ამბავი: ბარსას სპორტულმა დირექტორმა 2 კვირის შემდეგ წასვლა გადაიფიქრა და რჩება

2 კვირის წინ მოულოდნელად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა მატეუ ალემანიმ კლუბის დატოვება გადაწყვიტა და თითქოს მისი კარიერის „ასტონ ვილაში“ გაგრძელება გარდაუვალი იყო.

სახელდებოდა კლუბთან უთანხმოების მიზეზებიც. მაგალითად, ფრენკი დე იონგის გაყიდვა მისი სურვილი იყო. ასევე არ სურდა მესის დაბრუნება და ახალი პროექტის დაპაუზება 35 წლის ლეოს გამო. თუმცა ეს მხოლოდ პრესის ვერსიები იყო, რომლებზეც საჯაროდ არც ალემანის და არც „ბარსელონას“ არ უსაუბრიათ.

დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალემანიმ გადაიფიქრა და ის მზადაა კლუბში დარჩეს. მას სჯერა, რომ შეუძლია კლუბს ორი წლის წინ დაწყებული პროექტის განხორციელებაში დაეხმაროს. ინფორმაციას ექსკლუზიურად Mundo Deportivo ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ კი ესპანურმა Sport-მა დაწერა, რომ პრეზიდენტმა ლაპორტამ ალემანის სურვილი დააკმაყოფილა და ის კლუბში რჩება.

კლუბის მხრიდან ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება სავარაუდოდ მალე მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავის თაობაში საუკეთესოა“ - ვიერიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„თავის თაობაში საუკეთესოა“ - ვიერიმ ხვიჩაზე ისაუბრა