ყველა პირობას დაუკმაყოფილებენ - აზარს MLS-ში ეპატიჟებიან
ედენ აზარი, რომ მადრიდის „რეალში“ არავის აღარ სჭირდება ახალი არავისთვის არის. Goal.Com-ის ინფორმაციით, ბელგიელი შემტევის გადაბირება „მონტრეალს“ სურს.
MLS-ის წარმომადგენელი 20 მილიონი ევროს გადახდისთვის მზად არის და ედენს ყველანაირ პირობას სთავაზობს. ჯერი ახლა თავად ფეხბურთელზეა.
გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის შემტევს მადრიდის დატოვება არ სურს. სხვადასხვა ინტერვიუებიდან ცნობილი გახდა, რომ აზარს და მის ოჯახს მადრიდში ცხოვრება მოსწონთ და სხვაგან გადასვლაზე არ ფიქრობენ.
ცნობისთვის, „ჩელსის“ ყოფილ ლიდერს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება და დარწმუნებით ამბობს, რომ ხელშეკრულების დამთავრებამდე „სამეფო კლუბში“ აპირებს დარჩენას.
ცნობისთვის, აზარი „ბლანკოსს“ 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ედენმა „რეალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 76-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.