ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

დიდი წმენდა მანჩესტერში | ერიკ ტენ ჰაგი 13 ფეხბურთელის გაშვებას აპირებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი გუნდის გადასხვაფერებას აპირებს. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „წითელი ეშმაკები“ აქტიური იქნებიან და თუ ყველაფერმა გეგმის მიხედვით, ჩაიარა, 13 ფეხბურთელს გაუშვებენ.

Mirror-ის ცნობით, ტენ ჰაგი მზადაა, დინ ჰენდერსონი, ერიკ ბაილი, ჰარი მაგუაიერი, ალექს ტელეში, ბრენდონ უილიამსი, სკოტ მაკტომინეი, ენტონი ელანგა, ანტონი მარსიალი, ფილ ჯონსი, აქსელ ტუანზებე, ითან გალბრაიტი, ონდრეი მასტნი და ჩარლი უიელენსი გაუშვას. მათ სანაცვლოდ მიღებულ თანხას ნიდერლანდელი სპეციალისტი შემადგენლობის გასაძლიერებლად გამოიყენებს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მაღალი დონის ცენტრალური თავდამსხმელის ყიდვას აპირებს და ორი ვარიანტი აქვს. „წითელი ეშმაკები“ ჰარი კეინისა და ვიქტორ ოსიმენის კანდიდატურაზე მსჯელობენ. ნიგერიელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში გადასვლის მომხრეა, თუმცა მისით სხვა გრანდებიც ინტერესდებიან, კეინი კი „პარი სენ-ჟერმენის“ სამიზნეა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერს“ 66 ქულა აქვს და სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, მისი პროგრამა მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურის დასაკუთრებაა. „იუნაიტედი“ და „ნიუკასლი“ 66-66 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ, „ლივერპული“ კი 65 ქულით მე-5 პოზიციაზეა, თუმცა ერთით მეტი მატჩი აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის ყველაზე ცუდი მებრძოლები, რომლებიც არ აგებენ | მათ შორის მერაბიც დაასახელეს
UFC-ის ყველაზე ცუდი მებრძოლები, რომლებიც არ აგებენ | მათ შორის მერაბიც დაასახელეს