სტამი: “ეს უსამართლობაა, მაგუაერი მანჩესტერიდან უნდა წავიდეს“
ჰარი მაგუაერს კრიტიკოსები არ ელევა. „იუნაიტედის“ კაპიტანის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. ამასთან დაკავშირებით, ნიდერლანდელმა ყოფილმა ფეხბურთელმა იაპ სტამმა ისაუბრა.
სტამი:
„მე რომ მაგუაერი ვიყო, გუნდიდან წავიდოდი. ის ძალიან ბევრს შრომობს და ცოტა თამაში უწევს. მისი წასვლით ორივე მხარე მოგებული დარჩება. ჰარი ისეთ ასაკშია, რომ გამუდმებით უნდა თამაშობდეს. როგორც ჩანს, ტენ ჰაგს მისი არ სჯერა. ის ისეთ გუნდში უნდა წავიდეს, სადაც გამუდმებით ძირითად შემადგენლობაში იქნება.
ზოგადად, არ შეიძლება ფეხბურთელი ისეთ დონეზე გააკრიტიკო, რომ მწვრთნელს აზრი შეუცვალო ან იმ მოთამაშეს ფეხბურთის თამაშის სურვილი დაუკარგო. მაგუაერი უმაღლესი დონის ფეხბურთელია და უსამართლო სიტუაციაში იმყოფება.“
შეგახსენებთ, რომ ტენ ჰაგის დანიშვნის შემდეგ, „იუნაიტედის“ კაპიტნის სათამაშო წუთები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ნიდერლანდელი სპეციალისტი ჰარის ხშირად აქებს, მაგრამ მას მაინც ნაკლებად ენდობა.
რაც შეეხება სტამს, ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა „წითელი ეშმაკების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 127-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.