„ბნელი პერიოდის ერთადერთი ნათელი წერტილი“ - GOAL.COM-ი ქინქლაძეზე წერს
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Goal.com-ი „მანჩესტერ სიტის“ დასამახსოვრებელ საშინაო მაისურებს იხსენებს და წლების მიხედვით, ამ ფორმის მატარებელ საუკეთესო ფეხბურთელებსაც აღნიშნავს.
გამოცემის ყურადღების ცენტრში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძეც მოხვდა, რომელიც მანჩესტერულ გუნდში 90-იან წლებში თამაშობდა, Goal.com-ი კი წერს, რომ ქართველი შემტევი, იმდროინდელი „სიტის“ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.
რა წერია სტატიაში:
ეს მაისური „სიტის“ ბედნიერ მოგონებებთან ნამდვილად არ ასოცირდება, რადგან ისინი პრემიერ ლიგიდან დაქვეითდნენ, ტიტული კი მათმა თანაქალაქელმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ ორჯერ მოიგო.
მაგრამ ეს ფორმა იყო ბრწყინვალე დიზაინის, ცისფერი, ზოლიანი საყელოთი. ამ მაისურით, ფეხბურთელებმა კარგად ვერ ითამაშეს, თუმცა ისინი კარგად გამოიყურებოდნენ.
განსაკუთრებული ყურადღება კი ერთმა ფეხბურთელმა მიიპყრო. კლუბში, ეს გიორგი ქინქლაძის პირველი სეზონი იყო და გულშემატკივრებს ქართველი გარემარბი მაშინვე შეუყვარდათ. მისი შთამბეჭდავი დრიბლინგები კლუბისთვის დამდგარ ბნელ ეპოქას ანათებდა. ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ წლების შემდეგ, გუნდის მხარდამჭერებმა ბანერებზე რეკლამებიც კი გააკრეს, რათა კლუბს ის შეენარჩუნებინა. ამ პერანგით, მხოლოდ გიორგი ქინქლაძემ მოახერხა მათ გულებში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას 1995/1998 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 107 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.