გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ინტერესი პორტუგალიიდან | მამარდაშვილის მსურველთა სია იზრდება

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით „პორტუ“ ინტერესდება. პორტუგალიური სატელევიზიო არხის, Bola na Rede-ს ჟურნალისტის, ლუიშ პინტუ კოელიოს ცნობით, „დრაკონები“ „მესტალიაზე“ განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებენ და სეზონის დასრულებას ელოდებიან.

როგორც Bola na Rede-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, „პორტუსთვის“ ტრანსფერის გაჩარხვა მარტივი არ იქნება, რადგან გიორგის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის გრანდებიც იჩენენ. ამასთან, „ვალენსიას“ მამარდაშვილის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონი ევროს მიღება სურს და ეს საკითხი „დრაკონებისთვის“ პრობლემატურია, თუმცა თუ „ღამურები“ ლა ლიგიდან გავარდნენ, ვითარება შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესის ცნობით, მამარდაშვილის წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია. ამას „ღამურების“ მესვეურებიც შეეგუვნენ და მის შემცვლელს ეძებენ. „მესტალიას“ ბინადრებს ორი კანდიდატი ჰყავთ შერჩეული და ლუკას კანისარესსა და არნაუ ტენასს აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ღამურების“ მეკარემ ლა ლიგის 34-ვე მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. მან 6 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. ასევე, ესპანეთის თასზე 3-დან ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. ორივე ტურნირის გათვალისწინებით 22 წლის ქართველი მეკარის აქტივში 8 მშრალი შეხვედრაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწორედ ამიტომ მინდა მერაბის თავი თეფშზე“ - სეხუდომ მანქანა კიდევ ერთხელ გამოიწვია
„სწორედ ამიტომ მინდა მერაბის თავი თეფშზე“ - სეხუდომ მანქანა კიდევ ერთხელ გამოიწვია