ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„გუნდს იდეალურად მოერგება“ - ESPN-მა პსჟ-ს ხვიჩას შეძენა ურჩია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და ევროპის წამყვანი გუნდები შემადგენლობის გასაძლიერებლად ემზადებიან. მთელი გასული სეზონის განმავლობაში, ტოპ 5 ჩემპიონატში არაერთი ფეხბურთელი გამოჩნდა, რომელმაც ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია, მათ შორის კი ბუნებრივია „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიაცაა.

ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა ამერიკულმა ტელევიზია ESPN-მა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის გიგანტებმა უნდა იყიდონ. ESPN-მა ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის ვარიანტი პსჟ-ს შესთავაზა.

რა წერია სტატიაში:

ჯერჯერობით, გადაჭრით იმის თქმა, თუ რას გეგმავს PSG ამ ზაფხულს, არ შეგვიძლია, თუმცა არსებობს გარკვეული მინიშნებები. დიდი ალბათობით, მესი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ასევე არსებობს სპეკულაციები ნეიმარის მომავალზეც, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდში გარკვეული სახის ცვლილებები მოსალოდნელია. კლუბის დღის წესრიგში შეტევის გაძლიერება დგას, რაფაელ ლეაუ კი იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუმცა პორტუგალიელმა „მილანთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

არსებობს მეორე ვარიანტი, ხვიჩა კვარაცხელია. „ნაპოლი“ მის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონ ევროს მოითხოვს, პსჟ კი არის გუნდი, რომელიც ასეთი თანხის გადახდაზე უარს იშვიათად ამბობს. ქართველი შემტევი თავისი საფირმო სტილით, სამუშაო ეთიკით, პრესინგზე მუშაობით და მენტალიტეტით გუნდს იმ კრეატიულობას შემატებს, რომელიც პსჟ-ს ამდენი ხანია სურს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა იტალიელ ჟურნალისტებთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუნდის ლიდერების, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა არ განიხილება და უფრო მეტიც, უახლოეს პერიოდში ქართველ ფეხბურთელს გაუმჯობესებულ კონტრაქტსაც შესთავაზებს. ამის მიუხედავად, იტალიურ მედიაში წერენ, რომ სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, დიდი შანსია დე ლაურენტისი ქართულ-ნიგერიულ დუეტს შეელიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავის თაობაში საუკეთესოა“ - ვიერიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„თავის თაობაში საუკეთესოა“ - ვიერიმ ხვიჩაზე ისაუბრა