ხვიჩა კვარაცხელია, სტანისლავ ლობოტკა
Aa
Aa

კვარას და ლობოტკას ტრანსფერზე იკითხეს | ჩელსი ნაპოლის დაუკავშირდა

ცნობილი იტალიური გამოცემის, Il Mattino-ს დღევანდელ ნომერში ევროპული კლუბების სატრანსფერო გეგმებზე დაიწერა და ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Il Mattino-ს მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია და სტანისლავ ლობოტკა „ჩელსის“ რადარზე მოექცნენ და „არისტოკრატები“ მათ თაობაზე „ნაპოლის“ დაუკავშირდნენ.

„ლურჯებმა“ „კვარაზე“ და ლობოტკაზე ინფორმაციის მიღება გადაწყვიტეს და მათ მომავალზე „პარტენოპეის“ შეკითხვით მიმართეს. Il Mattino-ს ცნობით, ნეაპოლური გრანდის ხელმძღვანელები ხვიჩასა და ლობოტკას გაშვებას გამორიცხავენ და „სტემფორდ ბრიჯის“ ბინადრებთან მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებენ.

ქართველი შემტევი ნეაპოლში რჩება და გამორიცხულია, ვითარება შეიცვალოს. „პარტენოპეი“ მას ხელფასს გაუზრდის და მხარეები ამ საკითხზე უახლოეს პერიოდში იმსჯელებენ. იტალიური პრესის ინფორმაციით, „ნაპოლი“ გეგმავს, მას ანაზღაურება გაუორმაგოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 31 მატჩი ჩაატარა. ქართველმა შემტევმა 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რკინის ხელით დავბრუნდები“ - მერაბმა ოპერაცია გაიკეთა და სეხუდოს მიმართა
„რკინის ხელით დავბრუნდები“ - მერაბმა ოპერაცია გაიკეთა და სეხუდოს მიმართა