მორიგი მარცხი - ტოჩინოშინი ცუდ ფორმაშია
„ნაცუ ბაშოზე“ ტოჩინოშინმა მორიგი მარცხი იწვნია. ტოკიოში მიმდინარე მაისის სუპერტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძე მე-4 ჯურიო ოშომას დაუპირისპირდა და ოშიდაშით დამარცხდა.
შეხვედრის სტარტზევე, ტოჩინოშინის მეტოქემ ტაჩიაის დროს უპირატესობა მოიპოვა და ლევანმა ბრძოლაში დაბრუნება ვეღარ შეძლო.
ამ მარცხის შემდეგ, „ნაცუ ბაშოზე“ ქართველი სუმოისტის ბალანსი 0:4-ზე გახდა და ოშომამ ურთიერთშეხვედრებში 0:2 დაწინაურდა.