ნიკოლა იოკიჩი, ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, ჯამალ მიურეი, მაიკლ პორტერ ჯუნიორი, რუი ჰაჩიმურა, ოსტინ რივზი, ბრიუს ბრაუნი
Aa
Aa

საოცარი იოკიჩი | დენვერმა ლეიკერსს პირველი თამაში მოუგო

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერია „ბოლ არენაში“ გაიხსნა, სადაც „დენვერ ნაგეთსმა“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ მიიღო. კოლორადოელებმა სერია გამარჯვებით დაიწყეს და მეტოქეს 132:126 მოუგეს.

„დენვერმა“ პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა და საწყისი თორმეტწუთეული 12 ქულით, ხოლო მეორე მეოთხედი 6 ქულით მოიგო. მე-3 მეოთხედში „ლეიკერსმა“ ჩამორჩენა 4 ქულით შეამცირა, გადამწყვეტ პერიოდში კი „დენვერის“ უპირატესობა 3 ქულამდე დავიდა, თუმცა ნიკოლა იოკიჩის ჯარიმების წყალობით, „ნაგეთსმა“ საქმე ბოლომდე მიიყვანა.

სერბ კალათბურთელს საოცარი მატჩი ჰქონდა და 34 ქულა, 21 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება გააკეთა. „ჯოკერი“ NBA-ის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელსაც პლეიოფში მინიმუმ 30 ქულა, 20 მოხსნა და 10 ასისტი 2-ჯერ ან უფრო მეტჯერ აქვს გაფორმებული. იოკიჩის გარდა, 31 ქულით ჯამალ მიურეი გამოირჩა. კენტავიუს კალდუელ-პოუპს 21 ქულა ჰქონდა, ბრიუს ბრაუნს - 16.

„ლეიკერსს“ 40 ქულითა და 10 მოხსნით ენტონი დევისმა ულიდერა. ლებრონ ჯეიმსმა 26 ქულა, 12 მოხსნა და 9 ასისტი მიითვალა. ოსტინ რივზს 23 ქულა ჰქონდა, რუი ჰაჩიმურამ კი 17 ქულა ჩააგდო. საინტერესოა, რომ ბოლო მეოთხედში, როცა „ლეიკერსმა“ ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა, „ჯოკერს“ სწორედ ჰაჩიმურა მეურვეობდა და იოკიჩმა მის წინააღმდეგ ქულა ვერ აიღო, რამაც „ლეიკერსის“ ქომაგები დაარწმუნა, რომ იაპონელი კალათბურთელი ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს. ცნობისთვის, „დენვერსს“ მეორე თამაშის მოგების შანსი 19 მაისს მიეცემა და ისევ საკუთარ კედლებში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიურპრიზი მიქაუტაძეს - Culture Grenat-ის პრიზი დამ გადასცა
სიურპრიზი მიქაუტაძეს - Culture Grenat-ის პრიზი დამ გადასცა