ნაპოლი, მანჩესტერ იუნაიტედი, კიმ მინ-ჯე
Aa
Aa

ტრანსფერი ფერხდება - კიმი მანჩესტერის ლიგაზე გასვლას ელოდება

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება კიმის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შესახებ. ცნობილია, რომ სამხრეთ კორეელ მცველს გეზი პრემიერ ლიგისკენ აქვს აღებული, მაგრამ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი არსებობს.

კიმ მინ-ჯესთან დაახლოებულმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა StarNews-თან კომენტარი გააკეთა.

„“მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა გადაწყვეტილი არ არის. ვინც ამბობს, რომ ყველაფერი შეთანხმებულია ტყუის. რა თქმა უნდა, ინტერესი არსებობს და თავად კიმსაც წასვლა სურს, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, მოახერხებს, თუ არა „მანჩესტერი“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას. ეს საკითხი ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის.“

ცნობისთვის, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში „წითელი ეშმაკები“ 66 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან და მეხუთე პოზიციაზე მყოფ „ლივერპუულს“ 1 ქულით უსწრებენ, თუმცა ტენ ჰაგის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება კიმს ,სახმრეთ კორეელი „ნაპოლის“ გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 26 წლის უკანახაზელმა „პარტენოპეის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 43-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოპერაცია გაიკეთა - ბენასერი 6 თვით იუქმებს
ოპერაცია გაიკეთა - ბენასერი 6 თვით იუქმებს