ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

„თქვენი სიხარულისთვის ბრძოლა ღირდა“ - ლიპარტელიანის ემოციური სიტყვები

დოჰაში გამართულ ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილი დაიკავა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველომ გერმანიას 4:2 სძლია.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე შერეულ ჩათვლაში მედალი პირველად მოიპოვა.

ისტორიულ წარმატებას ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი Facebook-ში გამოეხმაურა: „ისტორია დაწერილია !!! ჩემთვის ბიჭებთან ერთად ბრძოლა დიდი მოტივაცია იყო. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამაყი ვარ იმით, რომ უძლიერესი ბიჭები გვყავს და ერთად ვიბრძვით საქართველოსთვის ! ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, ვასახელოთ საქართველო და ქართული ჰიმნი არაერთხელ ავაჟღეროთ. ჩვენთვის უდიდესი სიამოვნებაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის დროშა ყველაზე მაღლა ფრიალებს ! ამ უდიდეს წარმატებას გილოცავთ, ჩვენ შევძელით ისტორიული მედლის მოპოვება. გოგოებო, მადლობა გოგოებო ბრძოლისთვის. ბიჭებო, მადლობა ბიჭებო ბრძოლისა და თავდადებისთვის. თქვენი სიხარულისთვის ბრძოლა ღირდა !“.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ გამოსვლებში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა. 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრანდიოზული დახვედრა აეროპორტში - ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ
გრანდიოზული დახვედრა აეროპორტში - ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ