„თავის თაობაში საუკეთესოა“ - ვიერიმ ხვიჩაზე ისაუბრა
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ Bobo TV-ის ეთერში „ნაპოლიზე“ ისაუბრა. ვიერიმ ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ შეაქო, მისი აზრით ქართველი გარემარბი თავის თაობაში საუკეთესოა.
„ლუჩანოს მეგობარი ვარ. მასზე კარგად საუბარი ადვილია. მას Bobo TV-ზე ველოდები, როცა მას ამის სურვილი ექნება. ყველამ გაიგოს ეს, „ნაპოლიმ“ ევროპაში საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა, სკუდეტო დამსახურებულად მოიგო, საოცარი ფეხბურთი აჩვენა. მათ შოუ დადგეს და ბრყინვალედ გაიმარჯვეს.
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა სამწუხაროა. მიუხედავად ამისა, „ნაპოლის“ 10-დან 10-ს დავუწერ. რამდენიმე მატჩში „ნაპოლი“ სრულყოფილი იყო, მათ საოცარი 10 თვე ჰქონდათ და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც გასული წლის ივლისში „ნაპოლი“ დაიშალა, გუნდი მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა დატოვეს“.
კრისტიან ვიერი „ნაპოლის“ საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელიას ასახელებს: „ყველაზე მეტად კვარამ გამაოცა, თავის თაობაში საუკეთესოა. მისგან არავინ ელოდა, რომ ასეთ გადამწყვეტ როლს შეასრულებდა, გოლები გაიტანა და საგოლე პასები გააკეთა. ასევე, გაოცებული ვარ კიმით“.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს სადებიუტო სეზონში 31 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა, „პარტენოპეის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა.