ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ლაშა ბექაური, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

გრანდიოზული დახვედრა აეროპორტში - ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში გვიან ღამით დაბრუნდა. ტრიუმფატორ ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა და ოჯახის წევრებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ახალი ისტორია დაწერა როგორც ინდივიდუალურ ჩათვლაში, ისე შერეულ, გუნდურ შეჯიბრშიც. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურს ერგო, ბრინჯაოს მედალი კი გიორგი სარდალაშვილმა დაისაკუთრა.

ამასთან, შერეულ ჩათვლაში ქართველი ძიუდოისტები მესამე ადგილზე გავიდნენ და 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ჩემპიონატზე პირადად ჩემი ოცნებებიც ასრულდა“ - ლაშა გუჯეჯიანი
„ამ ჩემპიონატზე პირადად ჩემი ოცნებებიც ასრულდა“ - ლაშა გუჯეჯიანი