ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი, ნაცუ ბაშო
Aa
Aa

ზედიზედ მესამე მარცხი - ტოჩინოშინი კვლავ მოგების გარეშეა

ტოკიოში მიმდინარე მაისის სუპერტურნირზე ტოჩინოშინი ზედიზედ მესამედ დამარცხდა. ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ლევან გორგოძის მეტოქე მე-6 ჯურიო ჰაკუიოზანი იყო, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2014 წელს შეხვდა და დაამარცხა.

სამწუხაროდ, დღევანდელი შეხვედრა ტოჩინოშინმა არადამაჯერებლად დაიწყო და უპირატესობა ტაჩიაიზე დათმო, შემდეგ კი დოჰიოს ცენტრში დაბრუნება ვეღარ შეძლო და საბოლოოდ ოშიდაშით დამარცხდა.

შედეგად, ლევან გორგაძის ბალანსი 0:3-ზე გახდა, ჰაკუიოზანმა კი ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაათანაბრა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ბაშოზე ტოჩინოშინი მე-2 ჯურიოს სტატუსით გამოდიოდა და ტურნირი 5 მოგებითა და 10 მარცხით დაასრულა. შედეგად, ლევანი რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა და მაისის ბაშოს მე-5 ჯურიოს სტატუსით შეხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო მარცხით დაიწყო
ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო მარცხით დაიწყო