გიორგი მამარდაშვილი, უგო ლორისი
Aa
Aa

ლორისი ტოტენჰემს ტოვებს | დეზები მამარდაშვილის მსურველთა შორის არიან

„ტოტენჰემის“ მეკარემ, უგო ლორისმა ლონდონური გრანდიდან წასვლა გადაწყვიტა. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L’Équipe-ის ინფორმაციით, ლორისი „დეზებს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს და წინადადებების მოლოდინშია.

ლორისს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ L’Équipe-ის ცნობით, ლონდონელები მზად არიან, დათმობებზე წავიდნენ და მას კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტის განხილვის უფლება მისცენ. უგო ხელთათმანების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ გეგმავს და ფრანგული პრესის მიხედვით, საუდის არაბეთიდან მსუყე შეთავაზებაც აქვს.

„ტოტენჰემი“ ლორისის შემცვლელის ძებნას უახლოეს პერიოდში დაიწყებს და ახალგაზრდა მეკარეებს აკვირდება, რომელთა შორის გიორგი მამარდაშვილიცაა. „ვალენსია“ „მამარდას“ გაყიდვით ფინანსური პრობლემების მოგვარებას აპირებს და შესაძლოა, ქართველი მეკარე პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. მამარდაშვილის გარდა, მაიკ მენიოს, დავიდ რაიას, რობერტ სანჩესისა და ემილიანო მარტინესის კანდიდატურებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ ლორისი „ტოტენჰემში“ 2012 წელს გადავიდა და 11 წელია ლონდონური გრანდის ღირსებას იცავს. „დეზების“ მაისურით მას 728 შეხვედრა აქვს ჩატარებული და კარი მშრალად 248-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვალენსიას გადარჩენას განაგრძობს“ - El Desmarque-ი მამარდაშვილს აქებს
„ვალენსიას გადარჩენას განაგრძობს“ - El Desmarque-ი მამარდაშვილს აქებს